ანონსიახალი ამბები

ოთარ დანელია კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დოჰაში კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანს  შეხვდა.

როგორც კატარის სახელმწიფოს პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში  სოფლის მეურნეობის დარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრემიერის განცხადებით, სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კატარის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უწყვეტი და  სტაბილური მიწოდება; აღნიშნულ კონტექსტში კატარის სახელმწიფოსთვის საქართველო ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება.

როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა,  კატარსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვნად  გაზრდის პოტენციალი არსებობს და, შესაბამისად, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებთან ერთად, საინვესტიციო პროექტების განხორციელება იგეგმება.

„საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ გვაქვს რესურსი, საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ.

კატარის სახელმწიფოში    საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ადგილობრივი მედიასაშუალებებით აქტიურად გაშუქდა.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts