ანონსიახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის უპირატესობებს პანკისის ხეობის მოსახლეობა გაეცნო

სასოფლო-სამეურნეო კოო9ce07352-630e-492e-80a2-5fd726860192პერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე პანკისის ხეობაში მცხოვრებ ფერმერებს სოფელ დუისში შეხვდა. გიორგი მიშელაძემ შეხვედრაზე დეტალურად განმარტა თუ რა ტექნიკური პროცედურების გავლაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეგისტრაციასა და
სტატუსის მოპოვებისათვის და რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ასევე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ .

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, კოოპერატივების შექმნა ხელს შეუწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. მოსახლეობის დასმულ შეკითხვებს გიორგი მიშელაძემ ამომწურავი პასუხები გასცა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის.

კახეთის რეგიონში დღეისათვის 112 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

მოსახლეობასთან შეხვედრა პანკისის სათემო რადიოს WAY–ის ორგანიზებით გაიმართა.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts