ანონსიახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო სპეციალურ მომხსენებელსდუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაწეულისამუშაო და შედეგები შეაჯამეს. შს მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროს მიერ 2014 წელს დაწყებულიპროგრამა გააცნო. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან 2100-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა; ჩატარდა მედიაკამპანია ოჯახში ძალადობის საკითხებზე; შსს ვებგვერდზე განთავსდა ინტერაქტიული რუკა და ანგარიშები,რომელიც ძალადობის ფაქტებზე რეაგირების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა; პოლიციელებმა სპეციალური გადამზადება გაიარეს და500-მდე პოლიციელი ქალი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ჩაერთო; საქართველოს ხელისუფლებამ ამ კუთხითკანონმდებლობა შეცვალა და გაამკაცრა.

პროგრამის განხორციელების შედეგად, 2015 წელს მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 40%-დან 90%-მდე გაუმჯობესდა, შემაკავებელიორდერების გაცემის მაჩვენებელი კი წელიწადში 227-დან 2598-მდე გაიზარდა. ასევე, ორჯერ გაიზარდა ოჯახში მომხდარი დანაშაულისგამოვლენის მაჩვენებელიც.

2016 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკვე მეორე, ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც დამატებითიღონისძიებების განხორციელებას ადრეული ქორწინების წინააღმდეგაც ითვალისწინებს.

დუბრავკა სიმონოვიჩი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო სპეციალური მომხსენებლის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტითეწვია საქართველოს. მან  2016 წლის ივნისში გაერო ადამიანის უფლებათა საბჭოს 32- სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიში უნდაწარადგინოს.

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts