ანონსიახალი ამბები

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2016 წელი, იანვარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი
წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა
სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე
პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის
ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%);

ბ) ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%);

გ) სხვა – 158 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).

2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%),
თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და
უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება
ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების
რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია, დიდი
ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 26%, 16%, 15% და 14%),
შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (15%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან –
ბელორუსია (21%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (14%), ხოლო აზიის
ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები – 706%. აქვე აღსანიშნავია
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
2016 წელი, იანვარი

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts