ანონსიახალი ამბებიფერმერი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს შეხვდნენ და ციტრუსის სეზონის მიმდინარეობა განიხილეს. შეხვედრაზე საექსპორტო ბაზრებზე ქართული ციტრუსის კონკურენტუნარიანი სახით მიწოდების, ციტრუსის წარმოების და შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფის საკითხებზეც იმსჯელეს.

შტაბის ხელმძღვანელმა, დავით უმეკაშვილმა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ციტრუსის რეალიზაცია შეუფერხებლად

მიმდინარეობს. 25 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 22454 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, ხოლო გადამუშავებულია 6 223 ტონა

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წლევანდელ სეზონზე აჭარისა და გურიის  რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში – Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts