ანონსიახალი ამბები

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ფამილ ბ. ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და
ტარების ბრალდებით, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას
დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ფამილ ბ.
მგზავრობდა, „მაკაროვის “ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი
და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts