ანონსიდმანისი

მოსახლეობას “C” ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდათ

ea5792d8-b59b-4d13-b900-3feffa56f0c5მიმდინარე წლის 20 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში მობილური ამბულატორიის კოორდინატორის ლაშა აბესაძის, აიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით დმანისელებს C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ.

26 ნოემბერს ქალაქ წალკაში დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის „NCDC”, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ერთობლივი ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და ა(ა) იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ორგანიზებით მობილური ამბულატორიის მეშვეობით “C” ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოეწყო ერთ დღიანი უფასო სამედიცინო აქცია, აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა “C”ჰეპატიტისა და აივ ინფექციის სწრაფი სკრინინგ-ტესტირება.ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ადგილზე ჩაეტარებინა “C” ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე გამოკვლევა და მიეღო ექიმის კონსულტაცია.ვინაიდან საქართველოში „C” ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია, აქციის მიზანია მოსახლეობის დროული დიაგნოსტიკა და აღნიშნულ დავადებაზე საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რადგანაც არსებობს უამრავი გზა რითაც შესაძლებელია ადამიანი აღმოჩნდეს ინფიცირების რისკის ქვეშ, გარდა ამისა ინფიცირებულთა ნაწილს არა აქვს ინფორმაცია რისკ-ფაქტორების შესახებ.. წალკის მუნიციპალიტეტის მაშტაბით მომავალშიც იგეგმება მსგავსი აქციის მოწყობა.

აქციის მიმდინარეობას ესწრებოდა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა(ა) იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ დირექტორი მანანა მირაშვილი და გამგეობის ჯანდაცვისსოც.უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts