ანონსიახალი ამბებიდმანისი

დმანისში 8.4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დმანისში 8.4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი

მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ დროისათვის გზის საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ–ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. „პროექტი ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას ითვალისწინებს. განხორციელდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდს და მდ. ახაზე აშენდება ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი. აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ასფალტ–ბეტონის საფარი მხლოდ ფრაგმენტულად ქონდა შემორჩენილი. გზის რეაბილიტაციის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ“,- აცხადებენ სამინისტროში.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts