ანონსიახალი ამბები

შსს-ში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

შსს-ში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
შს სამინისტროს ინიციატივით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, ასევე,
განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბავშვთა
ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის 191-ე
საშუალო სკოლის 44 უფროსკლასელ მოსწავლესთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო
შეხვედრა გამართეს.

შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ
შორის, ბულინგის შესახებ ესაუბრნენ, რომელიც გავრცელებულია სკოლის ასაკის
ბავშვებში და ინფორმაცია მიაწოდეს იმ მძიმე დანაშაულების შესახებ,
რომლებშიც შესაძლოა ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლნი. ასევე
განიხილეს ბავშვთა ძალადობის ერთ-ერთი ფორმის – არასრულწლოვანთა
ტრეფიკინგის საკითხი.

შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული
ვიდეორგოლები უჩვენეს. შეხვედრის მონაწილეებმა მოზარდების შეკითხვებს
ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის
ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თუ
ისინი გახდებიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის მსხვერპლი, თვითმხილველი ან
თანამონაწილე, აუცილებლად უნდა დარეკონ „112“-ში, რათა მოხდეს შესაბამისი
რეაგირება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის
პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის
მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის
სამმართველოს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების
დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი, „112“-ის ინსპექტირების
სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირმა უტიაშვილი, სსიპ საგანმანათლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის
ფსიქოლოგი თეონა ჩიტიაშვილი.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts