ანონსიახალი ამბები

შსს-ს ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში,
თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ტაიფუნ კარაკაპლანი დააკავეს.

აღნიშნული პირი ვისბადენის ინტერპოლის მიერ 19.06.2013 წლიდან საერთაშორისო
დონეზე იძებნებოდა. მას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 242-ე,
244-ე, 263-ე, 263 ა-ე, 267-ე, 22, 52, 53, 54 მუხლებით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რაც ქურდობას, ქურდობას საცხოვრებელში
შეჭრით, თაღლითობას, კომპიუტერულ თაღლითობას ითვალისწინებს.

ტაიფუნ კარაკაპლანმა ბანკში სესხის მიღების მიზნით, ხელფასის ცნობა და
შრომითი ხელშეკრულება გააყალბა. დოკუმენტებში არსებულმა მთელმა რიგმა
უზუსტობებმა გამოიწვია ეჭვი, რომ საბუთებული გაყალბებული იყო და სესხის
გაცემა არ განხორციელდა. ბრალდებულმა ასევე კუსტარულად დამზადებული
გასაღების გამოყენებით საცხოვრებელ ბინაში შეაღწია და სხვადასხვა ნივთი
მოიპარა; ასევე მოპარული საბანკო ბარათის გამოყენებით, პირადი სარგებლის
მიღების მიზნით, ოთხჯერ განახორციელა საგადასახადო ოპერაცია, რის შედეგადაც
1 000 ევრო მიითვისა.

ამჟამად ტაიფუნ კარაკაპლანის მიმართ კანონით გათვალისწინებული
წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts