ანონსიახალი ამბები

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ჯარისკაცებისათვის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე
მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს
სააქტო დარბაზში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, შსს-ს არქივის მიერ
გადაღებული, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება
გაიმართა. ფილმი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მიერ
საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის ქრონიკას მოიცავს და შსს-ს არქივში
დაცულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზეა დაფუძნებული.
კინოჩვენებას, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები: სცენარის ავტორი და რეჟისორი –
მიხეილ ბერინაშვილი, პროდიუსერი – ეკა კაციტაძე და ისტორიკოსი – თენგიზ
სიმაშვილი დაესწრნენ. ისინი ჯარისკაცებს ფილმის გადაღების პროცესსა და ილია
ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების გამოძიებაზე ესაუბრნენ.
ღონისძიება მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლებას.
შსს-ს არქივის ხელშეწყობით, მსგავსი ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო
აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts