ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

EMC უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და პარლამენტს საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისკენ მოუწოდებს

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შსს-ს რეფორმის შედეგად შექმნილი ახალი უწყება) დაიწყო გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა და შესაბამისად დაუკავშირდა გამოძიების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც, როგორც მედიასაშუალებები ამტკიცებენ, შესაძლოა აღწერდეს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის დეტალებს.

უსაფრთხოების სამსახურს არ გაუკეთებია დამატებითი განმარტება გამოძიების დაწყების კონკრეტული საფუძვლის ან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. ამდენად, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, ეყრდნობა თუ არა დაწყებული გამოძიება მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებულ მასალას ან არსებობს თუ არა გამოძიების დაწყების სხვა სამართლებრივი საფუძველი. საზოგადოებისთვის ასევე უცნობია გამოძიების მიმდინარეობის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და გამოძიების შედეგად გამოკვეთილი გარემოებების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება, თუკი აქვს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. ამასთან, გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს, მათ შორის, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია. ნათელია, რომ კანონმდებლობა საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც გარკვეული ხარისხის სანდოობითა და რეალურობით ხასიათდება და რომელიც ამაში დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს. ასევე ნათელია, რომ გამოძიების დაწყების ეტაპისთვის ინფორმაციის წყაროს სანდოობა ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ იქნება შემოწმებული და თავისთავად, ინფორმაციის გადამოწმებაც საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია.

იმ პირობებში, როდესაც საუბარია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო ქმედებებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას დროულად და სათანადო მიეწოდოს ინფორმაცია საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არ დაზუსტებულა ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიის სანდოობისა და ავთენტურობის შესახებ ინფორმაცია. დღემდე არ გამხდარა ხელმისაწვდომი სტატიაში აღწერილი შესაძლო საუბრის დეტალების ამსახველი ვიდეო, აუდიო ან სხვა დამადასტურებელი მონაცემი. ამ ვითარებაში და სტატიის გამავრცელებელი ინტერნეტ-პორტალის მიმართ არსებული შეკითხვების არსებობის პირობებში, ძლიერდება ეჭვები იმ ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული. გასათვალისწინებელია ის შედეგებიც, რაც გამოძიების დაწყებას მოჰყვა და რაც საპოლიციო ძალების მიერ კონტროლის გაძლიერებასა და რუსთავი 2-ის ტერიტორიის გაძლიერებულ მეთვალყურეობაში გამოიხატა. აღნიშნული გარემოებები აძლიერებს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ მოლოდინს და მოთხოვნას, რომ სამსახურმა დამატებითი განმარტებები გააკეთოს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლადშექმნილი უწყებაა, რომლის საქმიანობის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ ეს სამსახური განსაკუთრებულად ფართო უფლებამოსილებებით ხასიათდება და გამორჩეულია დახურულობის მაღალი ხარისხით, რაც ართულებს მისი საქმიანობის კანონიერების გარე კონტროლს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ არ არსებობს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის განმახორციელებელი მწყობრი და გამართული სისტემა, რომელიც აღნიშნული ორგანოს სათანადო ზედამხედველობას უზრუნველყოფდა.

არსებულ სამართლებრივ სისტემაში, საპარლამენტო კონტროლი წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემაზე ზედამხედველობის ერთადერთ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მექანიზმებიც არასაკმარისი და არაეფექტურია, კერძოდ, შეზღუდულია პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის მიმართ და ადგენს სამსახურის უფროსის ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, დაესწროს პარლამენტის სხდომებს და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს.

უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართ არსებული შეკითხვების, ზოგადი პოლიტიკური ვითარების, მედიის და პოლიტიკური აქტორების საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების არსებობის გათვალისწინებით:

  • მოვუწოდებთ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს, გააკეთოს განმარტება გამოძიების დაწყების რეალური საფუძვლის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტოს, რა მიზანს უკავშირდება კერძო ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მეთვალყურეობა და რა კავშირი არსებობს დაწყებულ გამოძიებასა და რუსთავი 2-ს შორის;
  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და აამოქმედოს საპარლამენტო კონტროლის მექანზმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. კერძოდ, სათანადო ფორმატში, დაიბაროს და მოუსმინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს კონსტიტუციური წყობილების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×

Latest Posts