მსოფლიო

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი თურქ ხალხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თურქეთის მთავრობას და მთელ თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

„სასტიკად ვგმობთ მომხდარ საზარელ ქმედებას, რადგან ტერორიზმს არ შეიძლება მოეძებნოს გამართლება. ვიზიარებთ თქვენს დიდ მწუხარებას. გთხოვთ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩვენი ღრმა სამძიმარი და თანადგომა,”- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ ანკარაში ტერაქტი პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მიტინგი სახელწოდებით „შრომა, მშვიდობა, დემოკრატია“ ძალადობის წინააღმდეგ იმართებოდა. მიტინგში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობას „ქურთისტანის მუშათა პარტია“ მოუწოდებდა. როგორც ცნობილია, აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 246-ს მიაღწია.

 

ნანა

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts