ანონსიახალი ამბებიწალკა

წალკაში უკანონოდ თევზისჭერისთვის დაიჭირეს

შსს-მ წალკაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს
წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს
დაბადებული მნაცაკან ს. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა, მხილებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას,
ელექტროშოკის აპარატი და სხვადასხვა სახეობის 40 კგ თევზი ამოიღეს.
უკანონოდ დაჭერილი თევზის ღირებულებამ 3 000 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მნაცაკან ს-მ თევზი წალკის რაიონის სოფელ
დარაკოვში, მდინარე ქციაში, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით დაიჭირა.
მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts