ანონსიახალი ამბებიკულტურამსოფლიოსაზოგადოება

დღეს ებრაელი ერი ახალ წელს ზეიმობს

ებრაული ახალი წელი – როშ ჰაშანა, როგორც წესი, აღინიშნება შემოდგომას, სექტემბერში, რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ებრაული კალენდარი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს და მზის წლიურ ციკლს, ამიტომ ძირითადი დღესასწაულების (რელიგიური) თარიღი გარდამავალი და ცვალებადია.

როშ ჰაშანა წელს ხუთშაბათს, 25 სექტემბერს აღინიშნება.

ებრაული დღესასწაულები იწყება მწუხრზე, ანუ წინა დღის საღამოს.

ებრაელები დროის ათვლას იწყებენ იმ დღიდან, როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი. თორას მიხედვით, ეს არის საუკეთესო დრო იმისათვის, რომ გააანალიზო გასულ წელს გაკეთებული და მოინანიო ცუდი საქციელები.

ეს დღე ებრაელებთან ითვლება ღვთის სამსჯავროდ და ამ წელიწადში ყველა ქმნილების ბედის განსაზღვრის დღედ. მორწმუნეები ლოცვებში ღმერთს აბარებენ გასული წლის ანგარიშს და ინანიებენ არასწორ საქციელებს. ყველანი ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით: „დაე, მომავალ წელს შენზე ჩაწერილი და ბეჭედდასმული იყოს კეთილი განსაზღვრა“.

ძველი ებრაული თქმულების მიხედვით, ზეცაში, სიცოცხლის წიგნში, ჩაწერილია დედამიწაზე ყველა მცხოვრების სახელები. როშ ჰაშანას დღეებში ღმერთი აღნიშნავს ამ წიგნში: „ვინ იცხოვროს და ვინ მოკვდეს, ვის ელოდება მშვიდობა და ვის – ხეტიალი, ვის ექნება კურთხევა და ვის – სიღარიბე“.

როგორც იუდეველებს სწამთ, როშ ჰაშანას დღესასწაულზე ყოველი ადამიანი ღებულობს ახალ შანსს: თუკი გასულ წელს არცთუ ისე კარგად წარიმართა ყველაფერი, ამ დღეებში შესაძლებელია გამოსწორება და კურთხევის მიღება დამდეგი ახალი წლისათვის. ამ დღესასწაულისთვის ტრადიციული მილოცვაა უსურვო ადამიანს „კეთილი და ტკბილი წელი“.

ახალი წელი არის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და ლამაზი ებრაული დღესასწაული. ახალი წლის სუფრის განუყოფელ ატრიბუტად ითვლება დაწნული საფუარიანი პური და ვაშლები თაფლით. ეს კერძები სიმბოლიზირებენ იმედს კეთილ და ტკბილ წელიწადზე. სუფრასთან იუდეველები მიირთმევენ თევზის თავს (რათა კარგ საქმეებში იყვნენ „თავში და არა ბოლოში“), ბროწეულს (რათა იყვნენ აღსავსე მცნებებით და კეთილი საქმეებით ისე, როგორც ბროწეული-კაკლებით), კერძებს სტაფილოს, ჭარხლისა და სხვა ნაყოფებისაგან, რომელთა სახელწოდებებიც ივრითზე ასოცირდება კეთილ მოვლენებთან.

P.S ჩვენ მთელი გულით ვულოცავთ ებრაელ ერს ახალ წელს და გვინდა ვუსურვოთ კეთილი და ტკბილი წელი. ღმერთი გფარავდეთ.

დღეს ებრაელი ერი ახალ წელს ზეიმობს

ებრაული ახალი წელი – როშ ჰაშანა, როგორც წესი, აღინიშნება შემოდგომას, სექტემბერში, რამოდენიმე დღის განმავლობაში.

ებრაული კალენდარი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს და მზის წლიურ ციკლს, ამიტომ ძირითადი დღესასწაულების (რელიგიური) თარიღი გარდამავალი და ცვალებადია.

როშ ჰაშანა წელს ხუთშაბათს, 25 სექტემბერს აღინიშნება.

ებრაული დღესასწაულები იწყება მწუხრზე, ანუ წინა დღის საღამოს.

ებრაელები დროის ათვლას იწყებენ იმ დღიდან, როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი. თორას მიხედვით, ეს არის საუკეთესო დრო იმისათვის, რომ გააანალიზო გასულ წელს გაკეთებული და მოინანიო ცუდი საქციელები.

ეს დღე ებრაელებთან ითვლება ღვთის სამსჯავროდ და ამ წელიწადში ყველა ქმნილების ბედის განსაზღვრის დღედ. მორწმუნეები ლოცვებში ღმერთს აბარებენ გასული წლის ანგარიშს და ინანიებენ არასწორ საქციელებს. ყველანი ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით: „დაე, მომავალ წელს შენზე ჩაწერილი და ბეჭედდასმული იყოს კეთილი განსაზღვრა“.

ძველი ებრაული თქმულების მიხედვით, ზეცაში, სიცოცხლისინაგოგას წიგნში, ჩაწერილია დედამიწაზე ყველა მცხოვრების სახელები. როშ ჰაშანას დღეებში ღმერთი აღნიშნავს ამ წიგნში: „ვინ იცხოვროს და ვინ მოკვდეს, ვის ელოდება მშვიდობა და ვის – ხეტიალი, ვის ექნება კურთხევა და ვის – სიღარიბე“.

როგორც იუდეველებს სწამთ, როშ ჰაშანას დღესასწაულზე ყოველი ადამიანი ღებულობს ახალ შანსს: თუკი გასულ წელს არცთუ ისე კარგად წარიმართა ყველაფერი, ამ დღეებში შესაძლებელია გამოსწორება და კურთხევის მიღება დამდეგი ახალი წლისათვის. ამ დღესასწაულისთვის ტრადიციული მილოცვაა უსურვო ადამიანს „კეთილი და ტკბილი წელი“.

ახალი წელი არის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და ლამაზი ებრაული დღესასწაული. ახალი წლის სუფრის განუყოფელ ატრიბუტად ითვლება დაწნული საფუარიანი პური და ვაშლები თაფლით. ეს კერძები სიმბოლიზირებენ იმედს კეთილ და ტკბილ წელიწადზე. სუფრასთან იუდეველები მიირთმევენ თევზის თავს (რათა კარგ საქმეებში იყვნენ „თავში და არა ბოლოში“), ბროწეულს (რათა იყვნენ აღსავსე მცნებებით და კეთილი საქმეებით ისე, როგორც ბროწეული-კაკლებით), კერძებს სტაფილოს, ჭარხლისა და სხვა ნაყოფებისაგან, რომელთა სახელწოდებებიც ივრითზე ასოცირდება კეთილ მოვლენებთან.

P.S ჩვენ მთელი გულით ვულოცავთ ებრაელ ერს ახალ წელს და გვინდა ვუსურვოთ კეთილი და ტკბილი წელი. ღმერთი გფარავდეთ.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×

Latest Posts