ანონსიდმანისი

დმანისი.მისასველი გზების პროექტის საჯარო განხილვა

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

2015 წლის 19 ოქტომბერს 14:00 საათზე, ქ. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (წმინდა ნინოს ქ. №41) გაიმართება ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო გზაზე, მდ. ხევისწყალის სახიდე გადასასვლელის და მისასვლელი გზების მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა. შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.

საზოგადოების წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისამართებზე:

  • საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე: www.georoad.ge
  • ქ. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (გზშ–ს ანგარიშის ამობეჭდილი ვერსია);

გთხოვთ, წერილობითი შენიშვნები და კომენტარები მიაწოდოთ მითითებულ საკონტაქტო პირებს; ბატონ ჯუღული ახვლედიანს, ტელ: 595595255 ელ.ფოსტა: j.akhvlediani@gamma.ge და რუსუდან ღოლიჯაშვილს, ტელ: 599214048 ელ. ფოსტა: rusudani@gmail.com

საზოგადოების მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 45 დღე.

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts