ახალი ამბებიფერმერიწალკა

წალკა.მოსავალს კარგი პირი უჩანს

საქართველოს განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ამ მიმარულებით საკმაოდ მზარდი ნაბიჯები გადაიდგა წალკის მუნიციპალიტეტში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წალკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მონაცემებით ,,მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“-ს მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 6090 ადამიანი, აქედან სასოფლო-სამეურნეო მომსახურება გაეწია 3100 ბენეფიციარს.

     წალკის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით დახნულია დაახლოებთ 8 300 ჰა. მიწა, საიდანაც კარტოფილს უკავია 4465 ჰა.მიწა, მარცვლეულს 2200 ჰა.მიწა, ხოლო სხვა დანარჩენს 1635 ჰა მიწა.

   მიმდინარე წელს მოსავალს კარგი პირი უჩანს, სავარაუდოდ უნდა მივიღოთ 70 000 ტ. კარტოფილი, ხოლო რაც შეეხება მარცვლეულს უკვე დაიწყო აღება-დაბინავება, საიდანაც ველოდებით 7 700 ტ. მარცვალს.

   დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია 46 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, აქედან 16 კოოპერატივს გადაეცა 125 მოტობლოკი და დამატებით 44 ხელის სათესი.4 კოოპერატივმაარასამთავრობო ორგანიზაცია ACF – ისგან მიიღო თანადაფინანსებით 200 ათასი ევროს რაოდენობის გრანტი, რომლის საშუალებითაც შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

     წალკის რაიონში ფუნქციონირებს სასაწყობე მეურნეობები, რომელთა რაოდენობა შეადგენს 15 ერთეულს. თითოეულის საშუალო ტევადობა შეადგენს 500-600 ტ-ს. ასევე მიმდინარეობს ახალი სასაწყობე მეურნეობების მშენებლობა.

     წალკის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური მუდმივად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ თვითმართველობასთან, ისეარასამთავრობო ორგანიზაციებთან.გვაქვს შეხვედრები ფერმერეთან და კოოპერატივებთან, რომელთაც ვუწევთ კონსულტაციებს და ვაწვდით ინფორმაციას ყველა იმ ახალ პროგრამებზე, რომელიც ჩვენს რაიონში უნდა გატარდეს.

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts