ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, სომხეთის მოქალაქეები, 1976 წელს დაბადებული გარნიკ
კ. და 1966 წელს დაბადებული ჰაიკ ჰ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა გარნიკ კ-ს პირადი ჩხრეკისას 0,007788 გრ
ბუპრენორფინი, ხოლო ჰაიკ ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 0,05 გრ მეთადონი ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმებით ორივე დაკავებულს მეთადონის მოხმარების ფაქტი
დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts