ანონსიახალი ამბებისაზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პრეზიდენტის სასახლეში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

  სიახლეები   პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პრეზიდენტის სასახლეში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პრეზიდენტის სასახლეში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 3 დეკემბერს 16.00 საათიდან დაიწყება. ფორუმი კი, 17:00 სთ-დან 20:00 საათამდე გაიმართება. მისამართი: თბილისი, ათონელის ქ. N25; პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.

დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები შშმ პირებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან.

დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე – www.worknet.gov.ge

giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
×
giorgi iakobadze Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
follow me
Latest Posts

Comment here