წალკის რაიონის მოსახლეობისთვის, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქცია კლინიკის ადმინისტრაციის ინიციატივით და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. უფასო სამედიცინო მომსახურება და სათანადო კონსულტაცია 14-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმმა 100-მდე მოქალაქეს გაუწია. სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ მოსახლეობაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლების და დაავადებათა პრევენციის მიზნით მსგავსი ტიპის უფასო აქციებს პერმანენტულად ატარებს, როგორც კლინიკის ბაზაზე ასევე რეგიონებში გასვლითი ღონისძიებების სახით.
„ვივამედის“ გუნდის მიზანია საზოგადოებაში ჯანდაცვის კულტურის ამაღლება და მოსახლეობაში პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობის დანერგვა.
Comment here