ახალი ამბებიფერმერი

არ მივცეთ თესლს იმედგაცრუების უფლება

როგორც იქნა, დადგა გაზაფხული. ჩაძინებულმადედამიწამ ზამთრის მარწუხებს თავი დააღწია და გამოიღვიძა. ირგვლივ ყველაფერს სიცოცხლის ელფერი დაუბრუნდა.

მუქი და მოსაწყენი გარემო ნათლითა და მხიარულებით აივსო. ალბათ, თითოეული ჩვენგანი შესწრებია იმ მომენტს, როდესაც მიწა, მზის ამოსვლასთან ერთად, გამოშრობას იწყებს. მიწიდან ამომავალი ორთქლის შემყურეს ღრუბლებში გეგონება თავი. ბუნების გამწვანებას ჩიტები ჭიკჭიკით ასწრებენ და პირველ მახარობლობას იჩემებენ.

მართალია, გაზაფხული ჩვენთან გვიან მოდის, რადგან დმანისი, მდებარეობიდან გამომდინარე, გარკვეულწილად მოკლებულიც კი არის წელიწადის ამ საოცარ სეზონს, მაგრამ ეს საგაზაფხულო სამუშაოებისწარმართვაში ხელს არ გვიშლის.

თბილი და მზიანიამინდის დანახვისთანავე, მოდის ფიქრი იმის შესახებ, თუ რა და როგორ გავაკეთოთ, რა დავთესოთ, როდის დავამუშაოთ მიწა, რით შევეშველოთ, რომ უკეთესი მოსავალი მივიღოთ და ა.შ. თუ არ ვართამ საქმიანობის ექსპერტებიდა არ გაგვაჩნია საკმარისი გამოცდილება, მაშინ შესაძლოა დიდი დანაკარგი განვიცადოთ.

თუმცა, ეს არამარტორაიმეს არ ცოდნითაა გამოწვეული, არამედ დამოკიდებულია გარემო პირობებზე, რომელიც სამწუხაროდ ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება. ამგვარი შემთხვევები კი ჩვენს რეგიონში საკმაოდ ხშირია.

მიწის დამუშავებასთან ერთად მოლოდინის შეგრძნებაც გვიყალიბდება. უმეტესობა ჩვენთაგანი, წინასწარ გეგმავს რას გააკეთებს მიღებული მოსავლით, ასე რომ თესლის არ აღმოცენებამ შეიძლება დიდი იმედგაცრუება წარმოშვას. თესლის გაღვივებას ხელს უშლის სხვადასხვა ფაქტორები: თესლი არ არის სიცოცხლისუნარიანი, საკმარისად არ იქნა მორწყული, დარგვისას შეჭამეს მღნელებმა ან ნიადაგი არ არის საკმარისადნოყიერი.

მოუსავლიანობის ერთერთი განმაპი რობებელი ფაქტორია გამოუსადეგარი თესლის გამოყენება, რომელიც მიწაში ვეღარ ღვივდევა. ამჯერად ვისწავლით, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა: სანამ თესლი არის სიცოცხლით სავსე, წინააღმდეგობის გაწევის დიდი უნარი აქვს, ამიტომ, მოდით, სწორედ ამ ფაქტორს დავუთმოთ ყურადღება და ზოგიერთი ჩვენგანისთვის უცნობ ხერხს მივმართოთ, რაც დათესვის წინ თესლის სიცოცხლისუნარიანობის შემოწმებას გულისხმობს. ამისათვის საჭიროა:
♦ სატესტო თესლი;
♦ 1-2 ხელსახოცი ან თუნდაც რბილი ქაღალდი, რომელიც კარგად დაინამება;
♦ პარკი, რომელსაც მჭიდრო შესაკრავი აქვს. დავნამოთ ქაღალდი ისე, რომ ძალიან არ დასველდეს, თესლი მოვათავსოთ მასზე. რეკომენდებულია
თესლთა ისეთი განლაგება, რომელიც ხელს არ შეუშლის გაღვივებაში, როგორიცაა მათი მწკრივებად მოთავსება.

მაგალითისთვის გამოვიყენოთ ათი ცალი თესლი. ისინი ერთმანეთის მოშორებით, ორ მწკრივად დავალაგოთ დასველებულ ქაღალდზე, შემდეგ გადავკეცოთ ფურცელი, ისე, რომ დაიფაროს თესლი. კარგად გახვევის შემდეგ არ მივცეთ თესლს იმედგაცრუების უფლება როგორც იქნა, დადგა გაზაფხული. ჩაძინებულმადედამიწამ ზამთრის მარწუხებს თავი დააღწია და გამოიღვიძა. ირგვლივ ყველაფერს სიცოცხლის ელფერი დაუბრუნდა. მუქი და მოსაწყენი გარემო ნათლითა და მხიარულებით აივსო. ალბათ, თითოეული ჩვენგანი შესწრებია იმ მომენტს, როდესაც მიწა, მზის ამოსვლასთან ერთად, გამოშრობას იწყებს. მიწიდან ამომავალი ორთქლის შემყურეს ღრუბლებში გეგონება თავი. ბუნების გამწვანებას ჩიტები ჭიკჭიკით ასწრებენ და პირველ მახარობლობას იჩემებენ.

მართალია, გაზაფხული ჩვენთან გვიან მოდის, რადგან დმანისი, მდებარეობიდან გამომდინარე, გარკვეულწილად მოკლებულიც კი არის წელიწადის ამ საოცარ სეზონს, მაგრამ ეს საგაზაფხულო სამუშაოების წარმართვაში ხელსარ გვიშლის. მოვათავსოთ პაკეტში და კარგად მოვუკრათ თავი. სატესტო პაკეტი მოვათავსოთ თბილ ადგილზე და დაველოდოთ.

თესლის გაღვივებას სხვადასხვა დრო სჭირდება, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მცენარის თესლს ვიყენებთ. გაღვივების პერიოდი დაახლოებით მოიცავს 2-14 დღეს. თუ შეატყობთ, რომ თქვენი სატესტო თესლის გაღვივება ჭიანურდება, შეამოწმეთ ქაღალდის ტენიანობა, რომელიც მუდმივად უნდა იყოს დანამული, რადგან სიმშრალე ხელს უშლის აღმოცენების პროცესს. ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ გაღვივებასა და კვირტების გამოჩენას. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი თესლი გაღვივდება, შეგვიძლია პროცენტულად განვსაზღვროთ, რამდენად სიცოცხლის უნარიანია აღნიშნულითესლი, მაგალითად:
♦ ერთი თესლის გაღვივება= 10%
♦ 5 = 50%
♦ 10= 100%

ორმოცდაათ პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ყველაფერი  კარგად არის, და თავისუფლად შეგვიძლია თესლის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს დამატებითი რაოდენობის დარგვა, რათა თავიდან ავიცილოთ მოუსავლიანობა.

აქვე შემოგთავაზებთ მეორე მეთოდსაც: ავიღებთ თესლს, რომლის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრაც გვნებავს. ვაწყობთ დასველებულ ფილტრის ქაღალდზე ან მარლაზე, რომელიც დევს თეფშზე. ზემოდან ვახურავთ დანესტიანებულ ფილტრის ქაღალდს ან ისევ მარლას და ვხურავთ მინით ან მეორე თეფშით ისე, რომ ჰაერაის მოძრაობა არ დაირღვეს. ტემპერატურა უნდა იყოს 18-20 გრადუსი. ქაღალდი ან მარლა მთელი ხნის განმავლობაში ნესტიანი უნდა იყოს. გარკვეული დროის შემდეგ (რაცკულტურაზეა დამოკიდებული) უკვე დავითვლით
გაღვივებულ ან აღმოცენებულ მცენარეთა რაოდენობას, შესაბამისად, დავადგენთ აღმოცენების ენერგიას პროცენტებში. იმედია, აღნიშნული მეთოდები მომავალში ცოტა მაინც დაგეხმარებათ.

თესლის შენახვის ვადები

დასახელება

წელი

ხახვი, ოხრხუში

1-2

კომბოსტო, სტაფილო

1-2

სიმინდი

1-2

ნიახური, ისპანახი

3-5

ლობიო, ბოლოკი

3-5

წიწალკა, სალათა

3-5

ნესვი

3-5

ჭარხალი, გოგრა

5-ზე მეტი

კიტრი, პომიდორი

5-ზე მეტი

საზამთრო

5-ზე მეტი

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here