ახალი ამბებიფერმერიწალკა

წალკაში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

       გაზაფხულის დადგომასთან ერთად რაიონში ხვნა-თესვასთან დაკავშირებული  მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. მოსახლეობა იწყებს სახნავ სათესი ფართობების გაწმენდას, ორგანული სასუქებისშეტანას და მიწის ფართობების დასამუშავებლად მომზადებას.
ეს ყველაფერი საკმაოდ შრომატევადია და დიდ ჯაფას მოითხოვს ფერმერებისგან. ასევე მოსამზადებელია სათესლე მასალაც. ფერმერთა ნაწილი ცდილობს ახალი ჯიშების შეძენას მოსავლის პროდუქტიულობის  გაზრდის მიზნით, რაც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული იმ შემთხვევაში,  თუ ახალი ჯიში არ გაამართლებს. ფერმერმა შეიძლება დიდი ზარალი ნახოს, თუმცა მათი ნაწილი რისკზე მიდის. წალკის რაიონში მცხოვრებმა მცირე ფერმერი გოჩა სუბელიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: “წალკაში 2003 წელს ჩამოვედი, მას შემდეგ დაკავებული ვარ სოფლის მეურნეობით. მივდევ როგორც ხვნა_თესვას, ასევე მესაქონლეობას. ყოველთვის ვცდილობ, მოსავლის პროდუქტიულობა ავამაღლო, მაგალითად, შარშან ვცადე ეგრეთ წოდებული წითელი კარტოფილის დათესვა. სულ რაღაც 100 კვადრატულ მეტრზე დავთესე. სათესლე მასალა სვანეთიდან ჩამოვიტანე. შედეგმა გამაოცა: მოსავალმა დაახლოებით სამჯერ გადააჭარბა ადგილობრივ  ჯიშებს. ამასთან ერთად ახალმა ჯიშმა ბევრი დადებითი თვისება გამოავლინა, კერძოდ, მას ნაკლებად ეკარება კარტოფილის ერთ-ერთი მთავარი მტერი კოლორადოს ხოჭო, ასევე ამ ჯიშს აქვს მაღალი, ძლიერი ღეროები, რაც სარეველებთან ბრძოლაში ეხმარება. მის მაღალ ღეროებში სარეველები თითქმის ვერ ხარობენ. ასერომ, გამარგვლაც ნაკლებად სჭირდება. ახალი ჯიში საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა მთელ რიგ დაავადებებთან.  იზოგება პრეპარატები, რაც მის ხარჯიანობას საკმაოდ ამცირებს. წელს გადავწყვიტე, ეს ახალი ჯიში ორ ჰექტარზე დავთესო, სათესლე მასალაც შევიძინე და ველოდები ხვნა-თესვის დაწყებას.
რაც შეეხება საგაზაფხულო სამუშაოებში სახელმწიფოს როლს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტომ პირველი თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან, ქვემო ქართლის რეგიონიდან  „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით,  დახმარებას ქვემო ქართლის 91 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 50 ათას 805 ფერმერი. მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპია. სამთავრობო პროგრამა, სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით, მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლებისგან განგანსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვილი სახით მიიღებენ.
♦      ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25-დან 1.25-ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
♦      ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25-მდე მიწის ფართობი წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრობარათით.
♦      ბენეფიციარები, რომლებიც 0.25- დან 1.25 ჰას ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰაზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო-სამეურნეო საქონელს.
ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს”მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფს. კონტრაქტორი კომპანიების რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში უკვე დაწყებულია.
„აგრობარათით“ მომსახურებას ფერმერებს წელსაც ლიბერთიბანკი გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლეობლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილნაწილ, სხვა დასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლის განმიიღოს. „მცირე მიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“ თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.

     ლექსო მურღვლიანი.

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here