ახალი ამბებისპორტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა

განახლდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. სამშაბათს 13 აპრილს მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ტურინის იუვენტუსმა საკუთარ მოედანზე მონაკო მიიღო და მეტად დაძაბულ მატჩში საეჭვო თერთმეტმეტრიანის წყალობით გამარჯვება მოიპოვა. იუვენტუსმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ მოახერხა ევროპულ სარბიელზე დაბრუნება. არადა ჯერ კიდევ ორი წლის წინ თურქულმა გალათასარაიმ მოახერხა ტურინელების ჯგუფში დატოვება უესლი სნეიდერის შესანიშნავი გოლის წყალობით. წელს კი იტალიელთა ღირსების დასაცავად ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ტურინული გრანდი შემორჩა. მათ დორტმუნდის ბორუსია ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5-1 გაანადგურეს და ბუნებრივია, მონაკოსთან შეხვედრის წინ გულშემატკივრების მოლოდინი დიდი იყო. თუმცა, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ჰქონდა როგორც მასპინძელ გუნდს, ისე სტუმრებსაც. რამდენჯერმე გუნდი ჯიჯი ბუფონმა გადაარჩინა. იუვენტუსს პოლ პოგბა აკლდა და ლიდერობა ვინმეს უნდა ეკისრა. ასეთი კი მოედანზე გამოცდილი ანდრეა პირლო იმყოფებოდა, რომელმაც საკუთარი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოში ბრწყივალე გადაცემა გააკეთა ალვარო მორატას მიმართულებით. ადრესატი რიკარდო კარვალიომ წააქცია და დანიშნული თერთმეტმეტრიანიდან არტურო ვიდალმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მიუხედავად ბევრი დავისა იმის შესახებ, იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი დასანიშნი. მსაჯის გადაწყვეტილება საბოლოო გამოდგა. ერთით – ნოლი იუვენტუსმა მოიგო.

trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
×
trexspress Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.

Comment here