სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას რეგიონული პრესის, რადიოსა და ტელევიზიის 50-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა. აღნიშნული შეხვედრა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინიციატივით ორგანიზებული აგრო ჟურნალისტიკის ტრეინინგის ფარგლებში გაიმართა.
ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები, სამომავლო პროექტები და ახალი რეგულაციები გააცნო.
„სახელმწიფო პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის და მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობისთვის რეგიონული მედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, დარგში არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ რეგიონის მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლების ყველა შეკითხვას უპასუხა.
×
trexspress
Subscriber
Sorry! The Author has not filled his profile.
Comment here