16 აპრილს ქვემო ქართლში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში, ერთმანეთს რუსთავის, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდნენ. გოგონათა შორის პირველი ადგილი წალკის სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლის, ხოლო ვაჟთა შორის მეორე ადგილი წალკის მეორე საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.
გამარჯვებული გუნდები საპატიო სიგელითა და თასით დაჯილდოვდნენ.
×
email