ანონსიახალი ამბებიფერმერი

შპს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს მ ე ლ ი ო რ ა ც ი ა G e o r g i a n A m e l i o r a t i o n LTD

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ირიგაციის

თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანიას

ატარებს. კამპანიის ფარგლებში ტარდება შეხვედრები წყალმომხმარებლებთან,

რომელთაც მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის

მეთოდების უპირატესობების შესახებ. ირიგაციის ეს მეთოდები მორწყვის ტრადიციულ

წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად

ზრდის მოსავლის ხარისხს და რაოდენობას.

კომპანიის მიერ სოფელ დიცში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, დიცის

მაცხოვრებელმა, ლავრენტი ბარიშვილმა, საკუთარ ნაკვეთში წვეთური მორწყვის სისტემა

გამართა. „სხვა სოფელში ვამუშავებდი მიწას, არბოს სატუმბი სადგური რაც ამუშავდა

დიცში დავიწყე მიწის დამუშავება. ჰექტარნახევარს ვამუშავებ, მომყავს კიტრი და

პომიდორი. წვეთური მორწყვის სისტემა გავაკეთე, რომ მეტი მოსავალი მივიღო. 50-დან

60 ტონამდე პომიდორის მოსავალს ველოდები“-ამბობს ლავრენტი ბარიშვილი.

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts